პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ

ამომრჩევლები არიან ცვლილებების მოლოდინში. მათთვის მნიშვნელოვანია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა", -ამის შესახებ პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილმა ისნის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე „რეფორმერის“ ლიდერები თორნიკე ჯანაშვილი და გიორგი ავაზაშვილი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა, მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია და გამოხატავს მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ.

"დღეს გვქონდა შეხვედრა ისნის რაიონის მოსახლეობასთან, მათ გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები.

ამომრჩევლები არიან ცვლილებების მოლოდინში. მათთვის მნიშვნელოვანია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა, იმ პრობლემების გადაჭრა, რაც აქამდე ვერ მოგვარდა. შეხვედრებზე განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. ისინი „რეფორმერის“ აქტივობებში დიდი ინტერესით ერთვებიან.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი", -განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

ამასთან, თორნიკე ჯანაშვილმა და გიორგი ავაზაშვილმა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

"რეფორმერის“ ამომრჩევლებთან შეხვედრები კორონაპანდემიის დადგენილი რეგულაციების და ნორმების დაცვით ტარდება.

ინფორმაციას პარტია "რეფორმერის" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო