მიხეილ სააკაშვილი - კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს  რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს

„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა „საქმის გარჩევების“ დრო არ არის.

„ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან - შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს.

„მინდა მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს - ნუ შეასრულებთ უკანონი ბრძანებებს, იმიტომ, რომ თქვენს წინააღმდეგ არავინ არაფერს აპირებს. გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა, ვინც პატიოსნად მუშაობს და ასეთია ჩვენი სამოქალაქო სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა, შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. თქვენ აგეწევათ ხელფასი, გაუმჯობესდება პირობები, ბევრად უკეთესი პერსპექტივა გაგიჩნდებათ და აღარავის ხელის ბიჭები, გოგოები და აღარავის მონები არ იქნებით. თქვენ იქნებით ხალხის მსახურები და ჩვენ ამის გარანტიებს აუცილებლად შეგიქმნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს და მაღაზიებს - მიხეილ სააკაშვილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს