არმაზ ახვლედიანი - 31 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, სიბნელესა და ნათელს შორის

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, 31 ოქტომბერს საზოგადოებამ ზურგი უნდა აქციოს წარსულს და არჩევანი თავისუფლებისა და დასავლეთის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ივანიშვილი კრემლის გავლენების გაღვივებას ცდილობს, რაც 31 ოქტომბერსუნდა შეიცვალოს .

“31 ოქტომბერს არ უნდა გავაკეთოთ უბრალოდ არჩევანი პარტიებს შორის, დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვფიქრობ, რომ არჩევანი გაცილებით უფრო ღრმაა, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემთვის არჩევანი წარსულს და მომავალს შორის, არჩევანი სიბნელესა და ნათელს შორის. იმიტომ, რომ სიბნელეა, როცა შენ მოგწონს კრემლის გავლენების გაღვივება და გამტკიცება საქართველოში, როცა ამისთვის იღვწი. ივანიშვილი სწორედ ამას აკეთებს. სინათლეა, როცა გინდა, საქართველოში შემოვიდეს მეტი ევროპა, როცა გინდა, რომ საქართველო უსიტყვოდ, უპირობოდ გახდეს ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი, გქონდეს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. სწორედ ეს ურთიერთობებია საქართველოსთვის ერთადერთი გზა, რომ ის გახდეს ნორმალური, განვითარებული, დასავლური ტიპის ქვეყანა. ქვეყანა, სადაც თავისუფლებას ექნება მნიშვნელობა, სადაც თავისუფალი ადამიანი ღირსეულად იცხოვრებს. ჩვენ წარსულში გვაბრუნებს ივანიშვილი. 31 ოქტომბერს ამ წარსულს ზურგი უნდა ვაქციოთ და გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლების, ე. ი. მეტი ევროპის, მეტი დასავლეთის სასარგებლოდ საქართველოში”, - განაცხადა ახვლედიანმა.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა