გიორგი ვაშაძე - აჭარა გახდება საქართველოს IT ტექნოლოგიური დედაქალაქი და შექმნება ბევრი მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდის წარდგენისას რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც მზად არის ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ვაშაძის თქმით, ახალგაზრდული გუნდი მზად არის საქმის კეთებით ღირსეული პასუხი გასცეს "ფულის მკეთებელთა გუნდს".

„აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა. 30 000-ზე მეტ ადამიანს ბათუმში პირადად შევეხმიანეთ, გავესაუბრეთ და ავუხსენით, თუ რისთვის ვმუშაობთ ჩვენ. ათასობით ახაგაზრდას შევხდით სხვა რაიონებში, მათ შორის, ხელვაჩაურში, ქედა-შუახევში, ხულოში, ქობულეთში და ა.შ. ეს არის სწორედ ის ახალი ენერგია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისთვის.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადაპტირებული გარემო ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. დღეს პირველი ჯგუფის შშმ ადამიანი თავისი პენსიიდან 36%-ს სასესხო პროცენტს "ლიბერთი ბანკში" იხდის, ჩვენ დავდეთ პირობა და აქაც ვდებთ, რომ ყველა პენსიონერს და შშმ პირს ჩვენი გამარჯვებიდან 30 დღეში ჩამოეწერება სესხის ეს გაზრდილი პროცენტი, მინიმუმ 30%-ით გაუაფდებათ მედიკამენტები, რადგან ევროპულ ფასწარმოქმნის სტანდარტს დავნერგავთ. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, ყველა ადამიანს ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, შემდგომი ექვსი თვის მანძილზე დაუსუფსიდირდება სესხის პროცენტი იმ ნასესხები 5 მლრდ-დან, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მყისიერად დავიწყებთ მასობრივ ტესტირებას ქვეყანაში, ლოკალიზებას მოვახდენთ კორონა ვირუსის გავრცელების, იმ ალგორითმით, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გავუგზავნეთ ხელისუფლებას და არ გამოიყენა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, აჭარაში და ბათუმში აშენდება ინდუსტრიული პარკი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება განთავსდება.

„გავხსნით საზღვრებს, მოვიზიდავთ ტურისტებს, ავამუშავებთ ეკონომიკას და შემოვიტანთ ინვესტიციებს ქვეყანაში. 3 ტრილიონი დოლარი დაბეჭდა აშშ-მ, ეს თანხა საინვესტიციო პოტენციალს ელოდება და სწორედ ბათუმიდან, აჭარიდან უნდა დავიწყოთ ამ ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება 12 მლრდ დოლარი, რომ 300 000 სამუშაო ადგილი შევქმნათ. მე პირობას გაძლევთ, როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თქვენი სახელით ვივლი ინვესტორებთან და ჩამოვიტან ინვესტიციებს ქვეყანაში. აჭარაში და ბათუმში ჩვენ ვაპირებთ ერთი ინდუსტრიული პარკის აშენებას, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება განთავსდება. აჭარა უნდა გახდეს საქართველოს IT ტექნოლოგიური დედაქალაქი, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ITკომპანია, ბევრი მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი იქნება აჭარაში და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ იმ საოცარი პოტენციალის ათვისებას, რომელიც არის მაღალმთიან აჭარაში. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა სილამაზესთან გვაქვს საქმე. ჩვენი პირველი ვიზიტის დროს აჭარაში გავიარეთ და საოცარი ადგილები, კულტურა და ისტორია ვნახეთ. ვფიქრობ, რომ დადგა დრო ეს საოცრება მთელ მსოფლიოს გავაცნოთ და ამით შემოსავალი თითოეულმა ოჯახმა ნახოს, ვინც ცხოვრობს აჭარის რეგიონში”, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებზე ცოტა ადამიანი მივა.

“ჩვენი მთავარი ვალდებულება და მოვალეობა არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ თითოეული ხმა საქართველოს ბედს გადაწყვეტს. თითოეული მიცემული ხმა არის აღებული პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის პროცესში. ეს არის მომენტი, სადაც მარტივად შეგვიძლია ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 31 ოქტომბერი ვაქციოთ შემობრუნების წერტილად და განვითარების ახალ საწყისად, სტარტად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. თავადვე ხედავთ, თუ როგორ იცვლება ყოველდღიურად ადამიანების პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენკენ - 27 ნომერი - „სტრატეგია აღმაშენებელი" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა