დავით ბაქრაძე - როგორც ჩვენ გამოვედით 2012 წელს, ზუსტად ისე დატოვებს ივანიშვილი და „ოცნება“ კაბინეტებს, რადგან ხალხი ეტყვის „არას“ და ამ „არას“ წინ ვერაფერი დაუდგება

„როგორც ჩვენ გამოვედით 2012- ში, ზუსტად ისე დატოვებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კაბინეტებს, იმიტომ რომ ხალხი ეტყვის „არას“ და ამ „არას“ წინ ვერაფერი დაუდგება“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხალხზე დიდი ძალა არაფერია.

„ეს ბრძოლა არ არის ადვილი მეგობრებო. ყველამ ვიცით, რამხელა რესურსი დგას მეორე მხარეს და ხადახან გამიგია უთქვამთ, აბა როგორ მოვერევით, ყველაფერი მაგათ ხელშია - პოლიცია, სუს-ი, ფული. მეგობრებო, გახსოვთ რომელიმე მთავრობა, რომლის ხელშიც არ იყო გამგეობა, პოლიცია და ფული? 2003 წელს შევარდნაძეს პოლიციაც ჰყავდა, სუს-იც, ფულიც საკმარისი ჰქონდა, გამგებლებიც ჰყავდა, მაგრამ როდესაც ხალხმა უთხრა, გამოვიდა კაბინეტიდან და სახლში წავიდა, იმიტომ, რომ ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება. 2012 წელს ჩვენ ძლიერი ხელისუფლება ვიყავთ. რა, სუს-ი არ გვყავდა? გვყავდა და ზედმეტადაც გვყავდა სამწუხაროდ და ის ზედმეტობა შეინარჩუნეს ამათმა. პოლიციაც გვყავდა, გამგეობაც და ყველაფერი იყო, რაც შეიძლება თქვა, რომ ხელისუფლების რესურსია, მაგრამ როცა ხალხმა გვითხრა უარი, ერთი წამი არ გვიფიქრია, გამოვედით და წავედით სახლში იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხზე დიდი ძალა. როგორც ჩვენ გამოვედით 2012- ში, ზუსტად ისე დატოვებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კაბინეტებს, იმიტომ რომ თქვენ ეტყვით „არას“ და ამ „არას“ წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები.

„ის, რაც დღეს ხდება, ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. აღარ შეიძლება გაგრძელდეს უმუშევრობა და სიღარიბე, აღარ შეიძლება გაგრძელდეს ფასების მუდმივი გაძვირდება და ლარის გაუფასურება, აღარ შეიძლება გაძვირდეს ის ცხოვრება, როდესაც ნახევარი იმერეთი დაცლილია და ადამიანები იძულებული არიან სამუშაოდ წავიდნენ, ზოგი პოლონეთში, ზოგი -თურქეთში, ვინც სად შეძლებს, რომ საკუთარი ფიზიკური შრომით თავი გაიტანოს და ოჯახი არჩინოს. აღარ შეიძლება ის, რასაც ყოველდღე ტელევიზიით ვხედავთ, რომ საქართველოში დაბრუნდა კრიმინალი და ადამიანებს ისევ ეშინიათ ბავშვების ქუჩაში გაშვება, აღარ შეიძლება ის, რომ საქართველოს ჰყავდეს უპასუხისმგებლო მთავრობა, რომელიც ყოველთვის სხვისკენ იშვერს ხელს, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არაფერს არ აკეთებს, აღარ შეიძლება უიმედობა და ხელის ჩაქნევა ჩვენს საკუთარ მომავალზე. ივანიშვილს თავისი მომავალი აქვს, გახარიას თავისი მომავალი აქვს, მთავრობას თავისი მომავალი აქვს, იმათ, თავისი საქმე ყველას აწყობილი აქვს, ამიტომ თქვენი ხელის ჩაქნევა თქვენს საკუთარ მომავალზე ხელის ჩაქნევაა. ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ უნდა მოვიგოთ და ამიტომ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა