განათლების სამინისტრო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ონლაინ გამოწვევას - #BeActive უერთდებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უერთდებიან ევროკავშირის ონლაინ გამოწვევას - #BeActive.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„კამპანიის აქტიური მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ონლაინ კამპანია – #BeActive 2020 წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოიწერეთ ინსტაგრამ გვერდი - @euingeorgia გადაიღეთ სპორტული თემატიკის ფოტო ან ვიდეორგოლი (ან გააზიარეთ TikTok ვიდეო) პოსტი გამოაქვეყნეთ შემდეგი ტექსტით: „მე ვრჩები აქტიური, რომ ვიყო ჯანმრთელი“. მონიშნეთ და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჰეშთეგით #BeActive #StayHealthy #KeepDistance მონიშნეთ ინსტაგრამ გვერდი @euingeorgia კამპანიის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, პირველი 50 მომხმარებელი, რომლებიც ატვირთავენ ფოტო/ვიდეომასალას, დაჯილდოვდებიან სპეციალური საჩუქრებით.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს