დავით ბაქრაძე - ქუთაისში, პარლამენტის შენობაა სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და სერგო რატიანთან ერთად ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ქუთაისში პარლამენტის შენობაა იმის სიმბოლო, თუ როგორ მიატოვა პროექტები, გააჩერა ქვეყანა და შეაჩერა განვითარება ივანიშვილის ხელისუფლებამ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, 31 ოქტომბერი იქნება გარდამტეხი ცვლილებების დღე და ამ ცვლილებებს მოიტანს სწორედ „ევროპული საქართველოს“ გუნდი.

„მოგესალმებით ქუთაისში, იმერეთში, ამ შენობის ფონზე, რომელიც არის ერთ-ერთი სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, შეჩერებული განვითარების, იმ უიმედობის, უპერსპექტივობის, უმომავლობის, ჭაობის, რომელშიც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა საქართველო. ჩვენი ყველას, დღევანდელი შეკრების ამოცანა გახლავთ სწორედ ეს, წერტილი დავუსვათ უიმედობას, უპერსპექტივობას, გაჭირვებასა და სიღარიბეს და ყველამ ერთად განვაახლოთ ქვეყნის შენება და წავიყვანოთ საქართველო წინ. 31 ოქტომბერი არის სწორედ ის დღე, როდესაც ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დაგროვდა. პრობლემების მოგვარებას სჭირდება გუნდი და „ევროპული საქართველო“ არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც თავისი ხედვით, შემადგენლობითა და კომპეტენციით შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ქვეყნის წინ წაყვანა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო