გიგი წერეთელი - მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, გარდამტეხი ცვლილებებით  შეიცვლება

„ევროპული საქართველოს“ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის , გიგი წერეთელის განცხადებით, ის უიმედობა, უპერსპექტივობა და გაზრდილი კრიმინალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას, 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით უნდა შეიცვალოს .

წერეთლის თქმით, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს.

„ასიათასობით ადამიანი ამ არჩევნების შემდეგ ელოდება იმას, რომ ეს სიღარიბე და ეს ვითარება, რომელიც დღეს არის უმუშევრობასთან დაკავშირებით, კრიმინალის ზრდა, კორონავირუსის საფრთხე და სხვა, რაზეც არის პასუხისმგებელი დღევანდელი კმაყოფილი ხელისუფლება, უნდა შეიცვალოს. სწორედ ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომლებსაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ აუცილებლად. სხვა გზა და ხსნა საქართველოს არ აქვს, მხოლოდ წარმატება ამ არჩევნებზე და შემდეგ ახალი მთავრობით, ერთიანად, ხალხზე მზრუნველი მთავრობით და არა თავის თავზე მოფიქრალით, აუცილებლად გატარდება ის ცვლილებები, რაც საქართველოს წარმატებას სჭირდება”, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა