გიორგი კანდელაკი - სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი  კონკრეტული გეგმა გვაქვს, რაც ქვეყანას  გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს

„ევროპული საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა არ არის სადღეგრძელო, „ქართულ ოცნებას“ არც გეგმა აქვს, არც ამბიცია და არც ხედვა, სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა, ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

კადნელაკის თქმით, გარდამტეხ ცვლილებებამდე ერთი კვირა დარჩა.

„ხელისუფლების ჩაფლავებული საქმეების ნუსხა ძალიან დიდია. „ევროპული საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა არ არის სადღეგრძელო, „ქართულ ოცნებას“ არც გეგმა აქვს, არც ამბიცია და არც ხედვა, სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენი გეგმით, ქუთაისის აეროპორტში უნდა აღდგეს „ვიზეარის“ ბაზა, უნდა გაიხსნას „რაინეარის“ ბაზა, რაც ქუთაისს და ამ რეგიონს მოუტანს მილიონ ევროპელ ტურისტს. ეს არის გეგმა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამართავს წელში და მოუტანს შემოსავალს. ჩვენივე გეგმით უნდა აშენდეს სატვირთო ტერმინალი ქუთაისის აეროპორტში, რათა აქაური იაფი და ხარისხიანი მწვანილი გავიდეს მსოფლიო ბაზარზე, რაც მოუტანს თითოეულ ადამიანს კეთილღეობას ამ რეგიონში. ამრიგად, გარდამტეხ ცვლილებებამდე დარჩა მხოლოდ ერთი კვირა”, - განაცხადა კანდელაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს