სერგო რატიანი - 31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია

„ევროპული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს არამარტო მძიმე გაჭირვება და სიღატაკე, არამედ ამ ყველაფრის სათავე, საბჭოთა ტრადიცია, რომელიც ერთი კაცისა და პარტიის მბრძანებლობაზეა აგებული.

რატიანის შეფასებით, დღეს საქართველოში უმძიმესი გარემოა.

„ქუთაისი არის გარდამტეხი ცვლილებების სიმბოლო, ის არის აღმშენებლობისა და განვითარების სიმბოლო. დღეს დამთავრდა ოცნება და თქვენ ხართ ამის დასტური, თქვენ ხართ დასტური, რომ იწყება მუშაობა და გარდამტეხი ცვლილებები. დღეს უმძიმესი გარემოა, უმძიმესია მდგომარეობაა და ამდენი ადამიანი არის მზად შეცვალოს ქვეყანა. 31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია. ჩვენ აღარ გვინდა ტრადიცია, რომელიც აგებულია ერთი კაცისა და პარტიის მბრძანებლობაზე და ჩვენ „ევროპული საქართველო“ დავასრულებთ ამას ერთად”, - განაცხადა რატიანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს