იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოსიმინა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება.

"რადგან ამის საშუალებას მაძლევს ჩვენი საარჩევნო ფორმატი, მინდოდა ინდივიდუალურად ამეხსნა ყველასთვის ის პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სკვერები, სპორტული ტრენაჟორები, გზები და რაც მთავარია მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის განახლება უახლოეს მომავალში გველოდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობის რაციონალური ჩართულობა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა