დონალდ ტრამპი - ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. „ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყო. „ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა“ , – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მედიის ინფორმაციით, მან არჩევანი ფლორიდაში, ქალაქ უესტ პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა