სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი - ბრალდება, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, არის ტყუილი და მოვითხოვ ბოდიშის მოხდას

სამხედრო მოსამსახურის თემურ ხვიბლიანის განცხადებით, სიცრუეა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში მონაწილეობდა. როგორც ხვიბლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძარცვის დღეს ის თბილისში იმყოფებოდა.

„მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული ტელევიზიებით და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცისლისწამება და ცრუ ბრალდება. ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამძრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, რამაც გამოიწვია საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შემეხო პირადად მე. ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა“, - განაცხადა ხვიბლიანმა.

როგორც ხვიბლიანმა განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„რბილად რომ ვთქვთ, მოვითხოვ გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვადსხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც მივმართავ“, - განაცხადა ხვილიანმა.

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, დავით ხვიბლიანი ძარცვის მომენტში ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.

„მეამაყება დავით ხვიბლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში. იმყოფეოდა დისტანციურ რეჟიმზე. მან მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ჩავიდა ბანკში, გარკვეული დროის შემდეგ შემოვარდა ეს მძარცველი და ის მოყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან“, - განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს