დონალდ ტრამპი - მოსახლეობამ არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის უნდა გააკეთოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეში მხარდამჭერებს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყანამ ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში უნდა გააგრძელოს და ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები გაიხსნას.

„კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. ჩემი ვაჟი ბარონი კორონავირუსით დაინფიცირდა, 15 წუთის შემდეგ ექიმებს ვკითხე და ის თავს უკვე კარგად გრძნობდა. პირველი ლედიც დაინფიცირდა და მეც. თუმცა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე ვდგავარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ნეგატიური ხედვის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მძინარე ჯოს“ ძალიან ნეგატიური ხედვა აქვს. ის მოსახლეობას მუდმივად ბნელი ზამთრის შესახებ ესაუბრება. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის. მას მთელი ქვეყნის ჩაკეტვა სურს“, -განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო