რუსეთში კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 229 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 513 000-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 229 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 26 050-ს მიაღწია.

საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ - 19-სგან 1 138 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 229 პაციენტი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა