გრიგოლ ვაშაძე რუსთაველებს - მადლობა 2018 წლისთვის, თქვენ გატეხეთ იმ რეჟიმის თავდაჯერებულობა, რომელმაც 2030 წლამდე მოიზომა დრო და ბატონყმობა დააწესა საქართველოში

თქვენ გატეხეთ იმ რეჟიმის თავდაჯერებულობა, რომელმაც 2030 წლამდე მოიზომა დრო და ახლად შემოღებული ბატონყმობა დააწესა საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით კირკიტაძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წელს რუსთავმა აჩვენა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ამ არჩევნებზეც აუცილებლად გაიმარჯვებენ.

,,მინდა მადლობა გითხრათ 2018 წლისთვის, თქვენ გატეხეთ იმ რეჟიმის თავდაჯერებულობა, რომელმაც 2030 წლამდე მოიზომა დრო და ახლად შემოღებული ბატონყმობა დააწესა საქართველოში. რუსთავმა სხვა ქალაქებთან ერთად მტკიცედ თქვა - არა. ვერავინ მოგვერევა თუ ჩვენ ერთად დავდგებით და ვერავინ გაგტეხავთ თქვენ იმიტომ, რომ რუსთაველები ხართ. მახსენდება ის აღმშენებლობის წლები, რომლის ერთ-ერთი ლოკომოტივი დავით კირკიტაძე იყო, იუსტიციის სახლი, მომსახურეობის სააგენტო, ის რომ რუსთავი გახდა სამხრეთ-კავკასიის ავტომობილების ჰაბი დათოს მოგონილი და გაკეთებულია. არ არსებობს არაფერი ამ ქალაქში, რაც მოგვწონს და დათოს მიერ არ იყოს გაკეთებული“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო