დავით ბაქრაძე - საქართველოში დაბრუნდა ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - გვეშველება რამე?!

საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მშობლებს საკუთარი შვილის ქუჩაში გაშვება ეშინიათ, დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - „გვეშველება რამე?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ 31 ოქტომბერს მოსახლეობა არ წავა არჩევნებზე, „ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი წელი ვიქნებით უიმედობაში, სიღარიბეში, გაჭირვებასა და ტყუილში“.

,,დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეკრებილი, ასევე ძალიან ბევრი ვიყავით გუშინ ქუთაისში, გუშინწინ გურიაში, ყოველდღე გვემატება ხალხი, ძალა და ენერგია. 31 ოქტომბერს ყველა ვიბრძვით გარდამტეხი ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისთვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს „ევროპულმა საქართველომ“.

დღეს ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს და ხელფასი არ შედის, რომლის საარსებო წყაროსაც შეადგენს მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება. საქართველოში არის ათეულობით ათასი პენსიონერი, რომელსაც თვიდან-თვემდე საკუთარი პენსია წამლის საყიდლად არ ჰყოფნის. საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მშობლებს საკუთარი შვილის ქუჩაში გაშვება ეშინიათ, დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - „გვეშველება რამე?“ ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ცვლილებების მომენტი არის 31 ოქტომბრის არჩევნები.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა ცვლილებების თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ცხოვრება, განსხვავებით ბევრი სხვა პარტიისაგან ჩვენ არ გვაქვს კეთილი სურვილების ჩამონათვალი. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელსაც არც დღევანდელი ჭაობი უნდა, არც უკან დაბრუნება უნდა, მივდივართ 2021 წლისკენ და ეს წელი უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ყველა წინა წელი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს