გიგა ბოკერია - მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება, რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა

ჩვენ ის გუნდი არ ვართ, ვინც ბოღმით მოდის - იმის მიუხედავად, რომ ბევრი საფუძველი გვაქვს, გაბრაზებული ვიყოთ - ჩვენ მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა, - აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

ბოკერიამ მხარდამჭერებს მიმართა, რომ “ევროპული საქართველო“ ის გუნდია, ვისაც აქვს ცოდნა, რწმენა, ნებისყოფა და ხედვა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ.

“ჩვენი გუნდის მიღმა არც ერთი გულწრფელი და გონიერი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც თვალებში შეგხედავს და გეტყვის, რომ ნორმალურია, როცა მთავრობა კრიმინალის წარმატებას საკუთარ წარმატებად ასაღებს, რომელიც გეტყვის, რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, როცა უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, რომელიც გვეტყვის, რომ ივანიშვილის უტიფარი განცხადება - “ჩვენს მიღწევებს ვერ აფასებთო, კმაყოფილი და მადლობელი უნდა იყოთო“, ეს ნორმალური ჰგონია. იცნობთ, ასეთ წესიერ და გონიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვით?! ამიტომ ვინც ასე უტიფრად გვეუბნება, რომ უკუსვლა წინსვლაა, ვინც უტიფრად გვეუბნება, რომ მთავრობა იმისთვისაა, ხალხს მისი არსებობა დაამადლოს და თვლის, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა როდესმე რაიმეთი უნდა იყოს კმაყოფილი, ამ ხალხს გაკვეთილი 31 ოქტომბერს მივართვათ და მოვიტანოთ ცვლილება - გარდამტეხი ცვლილება!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო