ნინო ბურჯანაძე - აჭარაში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა გვაქვს

,,ძალა და გამოცდილება" - ამ სლოგანით ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აჭარაში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატები არიან:

გიორგი ცინცქილაძე, გიორგი მახარაშვილი, იმედა თხილაიშვილი, ლიანა თაფლაძე, შაქრო პაპიძე, ემზარ სურმანიძე, დარეჯან დიასამიძე, ლაშა ხალვაში, ნინი ბაუჟაძე, ნუგზ არშარაძე.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, პარტიას აჭარაში დიდი მხარდაჭერა აქვს.

,,ყველა ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობს აჭარა. ჩვენი კანდიდატები არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც დაიცავენ აჭარის ინტერესებს. მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს აჭარლების, რადგან აქ ყველა არჩევნებზე გვქონდა დიდი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება", - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა