არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

,,ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი ქართველი მოღვაწეობს და საქართველოს საუკეთესო სახით წარმოადგენს. თქვენი დამსახურება დიდია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რადგან საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, თანადგომა ემიგრაციაში მყოფი ქართველების მიმართ, დახმარება რომელსაც საქართველოში მყოფ ოჯახებს უწევთ - ეს თქვენს პატრიოტიზმზე მეტყველებს და მადლობას გიხდით! მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვინარჩუნებთ მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე და საზოგადოების ინტერესებზე. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურაში, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა კვლავ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს