კახა კალაძე - წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, თუმცა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს.

„წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თანაბარ პირობებში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და ეს ასეც ხდება. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. სამწუხაროა, ის ცალკეული შემთხვევები, რაც გვქონდა - დაპირისპირებები, იყო ჟურნალისტზე თავდასხმის მომენტები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველა მხარდამჭერს - ძალადობა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები მიიღებს მაღალ შეფასებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს