ილჰამ ალიევი - მსურს სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს

ახლა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სურს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული გახდეს.

„მსურს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული იყოს. მსურს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან, გვაქვს, მომავალში, გარკვეულწილად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა მოდის”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო