აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 ბავშვია

4, 11 და 17 ოქტომბერს განჯაში სარაკეტო და მძიმე არტილერიის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 10 ქალი და 6 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს 27 სექტემბრიდან დღემდე, საერთო ჯამში, 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 18 ქალი და 10 ბავშვი, ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „სომხეთის პროვოკაციის შედეგად“ დაშავებულია 297 ადამიანი, მათ შორის 69 ქალი და 32 - ბავშვი.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 ბავშვია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს