ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 78-ის პასუხი დადებითი იყო.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 469 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი - გარდაიცვალა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს