კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან - აი, თურმე მაშინ დალაგდა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. აი, თურმე მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუ, რომლის თქმით, "ივანიშვილი ანგოლის სამოქალაქო ომში იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა".

კახა კალაძის განცხადებით, ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა.

„ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევათან. აი, მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ბრეჟნევთან მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის განცხადებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა, ერთ-ერთ საერთაშორისოდ გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში. მისი თქმით, ივანიშვილი ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო