ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რადგან ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მაშველი რგოლი მნიშვნელოვნად დაკლებული მათი რეიტინგის

მნიშვნელოვანია ცესკო-მ და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემასთან დაკავშირებით, დაცული იქნება, - ამის შესახებ „ლელოს საქართველოსთვის“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კვლევებით დასტურდება, რომ არჩევნებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი აპირებს მისვლას. კობერიძის მოსაზრებით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი, რადგან საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აფიქსირებს პოზიციას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების წელი უნდა იყოს 2020 წლის არჩევნები.

„ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ ხელისფლების ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რადგან ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მაშველი რგოლი მნიშვნელოვნად დაკლებული მათი რეიტინგის. ამიტომ, პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამ არჩევნებზე 2 მილიონზე გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მივა, ეს საქართველოში დღეს მოქმედი ხელისუფლების და ცესკო-ს პასუხისმგებლობა იქნება, იმიტომ, რომ სწორედ ეს 2 სუბიექტია ის, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს „კოვიდ19“-ის ეპიდემიიდან გამომდინარე სიტუაციის მთლიანად მართვა, მათ შორის საარჩევნო პროცესის, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღისა საქართველოში.

ვხედავთ, რომ კომუნიკაცია მორღვეულია ხელისუფლებას, ცესკო-სა და მოსახლეობას შორის, ინტენსიური კომუნიკაცია არ არის, თუ როგორი იქნება წესები, რამდენად იქნება დაცული უსაფრთხოება, იმისთვის, რომ მოსახლეობას შეექმნას განცდა, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება. მინდა ყურადღება გავამახვილო, ე.წ. გადასატანი ყუთის თემატიკაზე, რომელიც უნდა შეეხოს თვითიზოლაციაში, კარანტინში ან კლინიკებში მყოფ ადამიანებს. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ჩვენი მომხრეები განაცხადის გაკეთების შემდეგ პასუხებს დაგვიანებით იღებენ ან საერთოდ არ იღებენ და საერთოდ, ოპოზიციური სპექტრის მომხრეთა განაცხადების დროში დაგვიანება ან უგულებელყოფა ხდება. ასეთი პირობებში მყოფთა რიცხვმა შეიძლება გადააჭარბოს 50 000-ს ამიტომ, მნიშვნელოვანია ცესკო-მ და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ჩვენი თითოეული მოქლაქის კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემასთან დაკავშირებით დაცული იქნება“, - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის თქმით, „ლელო“ თავის მხრივ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თავის მომხრეებს, რომ არჩევნებზე მივიდნენ და უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ყველამ თავის მომხრეები ინფორმაციით მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რადგან ამას ვერ აკეთებს ხელისუფლება“, - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა