ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - ტაშფანდური არ უნდა მოგეწყოთ და არ უნდა განგეცხადებინათ, ყველაფერს მაგრად ვმართავო - აღიარეთ ეს და უცხოპლანეტელებს ნურაფერს აბრალებთ!

ტაშფანდური არ უნდა მოგეწყოთ და არ უნდა განგეცხადებინათ, ყველაფერს მაგრად ვმართავო - ისე დაგემართათ, ფეხბურთში გამარჯვებას ნაადრევად რომ ზეიმობენ და მერე მოწინააღმდეგე გუნდს გოლი გააქვს - აღიარეთ ეს და უცხოპლანეტელებს ნურაფერს აბრალებთ! - ამ განცხადებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა.

ლევან გოგიჩაიშვლის ინფორმაციით, ეპიდემიის გამო ათეულობით ათასი ადამიანი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე რჩება, ამ პირობებში ხმების გაყალბების საფრთხე დიდია და შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს.

„კოჯორში პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ. ეს პარტიის თავმჯდომარისგან ძალიან სამარცხვინო განცხადება იყო. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოადუნეთ და დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - გადატვირთულობა, ყველა მიმართულებით დეფიციტი და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. ერთად წავიდეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუ რა პირობებია იქ. არ გაინტერსებთ, რა ხდება ბათუში?! რატომ არ სვამთ ამ კითხვებს?! - თქვენ მთელი ეს პროცესი არჩევნებს გადააყოლეთ, როცა ზაფხულში განგვიცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ და სიტუაცია აქამდე მოიტანეთ. 5 ათასი ტურისტის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს პროცესი საერთოდ გასულია... თუ თქვენ იმ გზით წახვედით, რომ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, ვიდრე ეპიდემიასთან ბრძოლა, მაშინ კეთილი ინებეთ და იზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უზრუნველყავით“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის წევრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა