ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ქვეყნის ევროპულ ნაწილში 9M729-ის ტიპის სარაკეტო სისტემები არ განათავსოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უარი თქვას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 9M729-ის ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსებაზე, რომელსაც ვაშინგტონი მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ ხელშეკრულების დარღვევად განიხილავს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით რუსეთი ასე იმ შემთხვევაში მოიქცევა, თუ ნატო-ს ქვეყნები შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთგული რჩება პოზიციის, რომ 9M729-ის ტიპის რაკეტები სრულ შესაბამისობაშია მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან, ის მზად არის, იმოქმედოს კეთილი ნების შესაბამისად და თავი შეიკავოს 9M729 რაკეტების განთავსებისგან მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში, თუმცა ნატო-ს ქვეყნების მიერ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის პირობით, რაც გამორიცხავს ევროპაში იმ იარაღის განთავსებას, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კანონგარეშედ ითვლება,“- აღნიშნულია პუტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო