სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ახლა პანიკაში არიან, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ თავი რაღაცით დაიზღვიონ

როგორც ჩანს, ახლა პანიკაში არიან, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ თავი რაღაცით დაიზღვიონ, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მასალებს ამზადებენ ისეთი პროგრამებით, რომელთა მეშვეობითაც, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი“.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ რისი ეშინია კობახიძეს და რის პრევენციას ცდილობს.

„პროპაგანდის მამები არიან და მათი პროპაგანდისტული მედიასაშუალება „იმედი“ საბჭოურ სტილში ტყუილს ტყუილზე ავრცელებს. სხვაზე ასეთი რაღაცის დაბრალება, როცა თვითონ არიან ამით დაკავებული და ყველა არჩვენების წინ, ხან რაღაც საუბრებს, ხან რაღაც ვიდეოკადრებს გამოაგდებდნენ, უბრალოდ უნამუსობის მწვერვალია. თუმცა, ეს კობახიძისგან და მისი მეგობრებისგან არ მიკვირს. როგორც ჩანს, ახლა პანიკაში არიან, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ თავი რაღაცით დაიზღვიონ. ნამდვილად არაფერი უშველით, ამ არჩვენებს ყველა ვარიანტში წააგებენ და გარდამტეხი ცვლილებები მოხდება უკვე მათ გარეშე.

„ევროპული საქართველო“ არასდროს არაა ასეთი რაღაცეებით დაკავებული, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაც ვიდეო გამოგვექვეყნებინოს. ნამდვილად შემიძლია ჩვენ თავზე ვთქვა, რომ მსგავს რამეს არათუ არ ვგეგმავთ, არც გვიფიქრია არასდროს და არც მომავალში არ ვაპირებთ. კობახიძე რას გულისხმობს, რისი ეშინია და რის პრევენციას ცდილობს, ჯობს მას კითხოთ, მას უკეთ ეცოდინება“, - აცხადებს კაპანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო