ანა დოლიძე - მივმართავ ჩვენ ჯარს და ჯარისკაცებს - ყოველთვის მეამაყება, რომ ვმსახურობდი თქვენთან ერთად

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ჯარს მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძის პრესსამსახურიდან აცნობეს, დოლიძე მიმართვაში ყურადღებას ღირსებაზე, სიმტკიცესა და რწმენაზე ამახვილებს.

“ზუგდიდის ფაქტზე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე. ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი სათქმელი მაქვს. მინდა მივმართო ჩვენს ჯარს და ჩემს ჯარისკაცებს. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, უშუალოდ მაქვს ბევრისთვის ხელი ჩამორთმეული, გვისაუბრია უამრავ პრობლემაზე და ქვეყნის სატკივარზე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეული ნაწილი. ადამიანები, რომლებიც საქართველოს ღირსებას იცავენ აქ და საერთაშორისო მისიებში. დღეს უამრავი ჭორ-მართლის გარჩევა ხდება, არავინ ვიცით სადაა სიმართლე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ფაქტი, ოდნავ ვერ შელახავს ჩვენი ჯარის ღირსებას, სიმტკიცეს და რწმენას, რომ ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით საქართველოს. ყოველთვის მეამაყება, რომ ვმსახურობდი თქვენთან ერთად“, - აღნიშნავს ანა დოლიძე სოციალურ ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო