ვლადიმერ ბორცვაძე - თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

„უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება სიმართლეს. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ჩვენგან გაიგებთ“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, შსს არ გამორიცხავდა, რომ "ვიღაცამ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა".

"მაშინ როდესაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ვიღაცამ ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ცნობილი მედიასაშუალებებისთვის, მაგრამ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო