გიგა ბოკერია - თუკი პირი არის მძარცველი და არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რაღა აზრი ჰქონდა სახელისა და გვარის დამალვას, რა ლოგიკა იყო, გარდა სიბრიყვისა?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, წარმატებაზე საუბარი მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ დაკავებული არ ჰყავს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი, „სახიფათო და არასერიოზულია“.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ 360 გრადუსში“ განაცხადა, აღნიშნული პირის სახელი და გვარი ზუგდიდში ყველამ იცოდა.

"სანამ არ ჰყავთ დაკავებული, მანამდე წარმატებაზე საუბარი სახიფათოა. ყველა ასეთი ოპერაციის დროს არის ორი ამოცანა, ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და დამნაშავე არ იყოს დაუსჯელი. მხოლოდ ის თუ იქნება საზომი, რომ მძევლები გაათავისუფლეს და წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ დამნაშავემ ფული გაიტაცა, მაშინ ეს არის მომავალი დანაშაულების წახალისება. ამიტომ იყო სამარცხვინო, რომ წარმატებად შეფასდა ის დღე, ძაან მაგრად ვიმუშავეთო. იმის გამო, რომ ოპოზიციაში ვართ „ევროპული საქართველო“ , წარუმატებულობა არ გვინდა ქვეყნისთვის. სახიფათოა ასეთი ადამიანის დაუსჯელად დატოვება.

ის, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ჯერ ერთი, მედიაში გაჟონა ამ ინფორმაციამ, რამდენიმე დღე უარყოფდნენ და ტალახს ისროდნენ. ეს სახელი და გვარი ყველამ იცოდა ზუგდიდში და იმდენად გავრცელებული იყო, რომ განიხილებოდა. თუკი ეს პირი არის მძარცველი, ზუსტად არც ვიცით, ხომ ეს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რაღა აზრი ჰქონდა დამალვას? რა ლოგიკა იყო, გარდა სიბრიყვისა? თან თუ მართლა ეს პირია, გავრცელდებოდა ინფორმაცია, რადგან სამხედრო, სპეცდანიშნულების მომზადების მქონე პირი გაუჩინარდა ამ დღეებში, უცებ აღარ ჩანს და ბუნებრივია ეს იძლევა საფუძვლიან ეჭვს. წარმატებაზე საუბარი, როდესაც მხოლოდ იდენტიფიცირება მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირის, არასერიოზულია და სახიფათოა.

წარმატებაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი დანაშაულების რაოდენობა მცირდება. მაგრამ ბოლო 8 წელია დანაშაულის სტატისტიკა იზრდება - ხან სტატისტიკას აყალბებენ, ხან მალავენ, მაგრამ ეს ყველამ ვიცით. კრიმინალის ზრდასთან გვაქვს ადგილი“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კრიმინალის ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და მის გარემოცვას, მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით ტალახს არ ვისვრით, მთავრობას ხელს არ ვადებთ და სულელურ შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილმა დაუკვეთა, მაგრამ საბოლოო ჯამში კრიმინალის ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და მის გარემოცვას, მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს. „გაგებით მოეკიდეთ კრიმინალის ზრდასო“ გვითხრა მაშინ, როცა ეს კაცი თვითონ დაცულია და ფეხებზე კიდია ჩვენი მოქალაქეების ბედი. ყველა საარჩევნო პერიოდში კრიმინალურ სამყაროსთან ალიანსში არიან, მათი ღირებულებების მატარებლები არიან, დაიხმარენ საარჩევნო პროცესში დაშინებისთვის და ძალადობისთვის, მერე ხელს აფარებენ. ეს კი ზრდის კრიმინალის გავლენას და რაოდენობას. ყველაზე სახიფათო სიგნალი იყო რომ პოლიციელებს დავალებები მისცეს დანაშაული არ დაფიქსირდესო. ეს ხრწნის სისტემას, დაასუსტეს ეს ინსტიტუტი“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა