BBC - ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია. თუმცა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის ფონზე სამედიცნო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.

ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა BBC- ს განუცხადა, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალური სისტემის რამდენიმე დღეში კოლაფსი ელოდება.

ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 321 031 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 087 და დაღუპულია 10 810 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო