ხვალიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა. ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლოებას ქუჩაში გასვლა 21:00-დან დილის 5 საათამდე აეკრძალება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა 5 მარტს შევიდა ძალაში. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა რესტორნები და ბარები. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 268 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2365 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა