არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი - თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრძოლაში დაიჭრა, თანამდებობიდან გავათავისუფლე

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთუნიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლე, - ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთუნიანი ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე დაიჭრა და შესაბამისად, მოვალეობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ე.წ. პრეზიდენტმა არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად გენერალ-მაიორი მიკაელ არზუმანიანი დანიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს