დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში, წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 6 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

„დღეის მდგომარეობით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი რის გამოც მოსახლეობა წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 15 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1 600 -ზე მეტი ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს