“ევროპული საქართველო” და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავს

“ევროპული საქართველო” და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებას უკვე წლებია აწუხებს ოკუპირებული ტერიორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი მოქალაქეებისთვის წართმეული უძრავი ქონების საკითხი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, დევნილებს სთავაზობენ ონლაინ ინსტრუმენტს, რომლის დახმარებით მათ საკუთარი სახლებისა და ბინების პოვნა შეეძლებათ, თუკი ისინი booking.com და AirBnB-ზე ქირავდება. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ დახმარებით, აფხაზთა კრება შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოებში.

„კანონიერ მფლობელთათვის წართმეული ქონება აქტიურად ქირავდება ისეთ პოპულარულ ევროპულ და ამერიკულ უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებზე როგორებიცაა -booking.com და AirBnB. დასავლური კორპორაციების მიერ წართმეული ქონების გაქირავება და შემოსავლის მიღება ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და დაკანონებაა, რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ ებრძვის. დღეს გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინტეგრირებული ონლაინ ინსტრუმენტი, რომელზეც დევნილებს შეეძლებათ საკუთარი სახლებისა და ბინების პოვნა, თუკი ისინი ქირავდება ამ ორ პლატფორმაზე. ბინის ან სახლის აღმოჩენის შემთხვევაში, დევნილი უნდა დაუკავშირდეს აფხაზთა კრებას ფეისბუქის დახურული ჯგუფის საშუალებით. შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვებისა და საღი აზრის ფარგლებში ვერიფიკაციის შემდეგ, “ევროპული საქართველოს” დახმარებით, აფხაზთა კრება შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოებში,”- განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, ისინი რამდენიმე საერთაშორისო პრეცედენტით ხელმძღვანელობენ და იმ პირობებში, როცა სახელმწიფო დევნილთათვის წართმეული ქონების ევროპულ და ამერიკულ პლატფორმებზე უკანონო გაქირავების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, დევნილები შეძლებენ როგორც კომპენსაციის მიღებას, ასევე, მოხდება როგორც ამ ბინებისა და სახლების შესაბამისი პლატფორმებიდან წაშლა.

„ამავე დროს, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაცია, რასაც დეოკუპაციის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გასულ წელს „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთავრობისთვის დევნილთა ქონების უკანონო გაქირავების აღკვეთა იყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ ასევე გამოვიყენებთ პროგრამა „ჩვენი სახლის“ უძრავი ქონების მონაცემთა ბაზას, რომელის შედგენაც 2006 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დასრულდა 78,000 უძრავი ქონების დეკლარირება, იუსტიციის სამინისტროს, რომლის ხელშიცაა აღნიშნული ბაზა, იგი საჯარო რეესტრში ჯერაც არ აუსახავს,”- განაცხადა კანდელაკმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა