რამაზ საყვარელიძე - „განწირულია“ „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში - მიზანი მიღწეული აქვს

განწირულია“ „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში და დააკომპლექტოს მთავრობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში „ქართული ოცნების“ რეიტინგს 10%-იც რომ მოაკლდეს, მიზანი მაინც მიღწეული ექნება.

„პრაქტიკულად კვლევებით იგივე განსხვავებაა, რაც ადრე იყო. ბოლო კვლევაში, რომელიც Survation-მა ჩაატარა, 55%-ით ლიდერობს „ოცნება“. ჩავთვალოთ, რომ რომც მოხდეს რაიმე ძვრები, თუმცა ძალიან საეჭვოა დარჩენილ დღეეებში დიდი პოლიტიკური მოვლენა მოხდეს საიმისოდ, რომ გავლენა იქონიოს, 10%-იც რომ მოაკლდეს „ოცნებას“, მიზანი მაინც მიღწეული აქვს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, საყვარელიძე ამბობს, რომ „ნორმალური სიტუაცია“ იყო.

„ამ დონის დარღვევები არ იქცევს ხოლმე უცხოელი დამკვირვებლების ყურადღებას იმიტომ, რომ ანალოგიური დარღვევები ხშირად ხდება. რაც იქცევს ხოლმე ყურადღებას, ეს არის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში თანაბარი პირობები პარტიებისთვის. მაგ თვალსაზრისით, მგონი, ნორმალური სიტუაცია იყო იმ მხრივ, რომ ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი იყო ეკრანზე, უფრო ხშირად ჩანდნენ, ვიდრე მმართველი პარტია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა