გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა

26 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის დაარსების ინიციატივა დეპუტატ აქსელ ფიშერს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს მეგობარია და მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ფორუმის საქმიანობას.

ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

„აღსანიშნავია, რომ ფორუმი შექმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობისთვის, რაც მტკიცე საფუძველი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიალური მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიზნით“, - აცხადებს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.

ფორუმის დაარსების წესდებას ხელი მოაწერეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა აქსელ ფიშერმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), სვენია შტადლერმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ტობიას ლინდნერმა (მწვანეთა პარტია), ოლავ გუტინგმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), მარტენ ფონ მარშალმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), იოზეფ რიფმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) და ოტო ფრიკემ (თავისუფალი დემოკრატები).

,,გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და მათი მზაობა ხელი შეუწყონ ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას, კარგ საფუძველს ქმნის ფორუმის მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის.

უახლოეს მომავალში იგეგმება ფორუმის გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ისე გერმანელი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების ფორუმში ჩართულობას'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს