სერგი კაპანაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ „რუსთავის 2”-ის კვლევები, „იმედის” კვლევების მსგავსად, სამთავრობო პროპაგანდის ნაწილად იქცა

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ტელეკომპანია „რუსთვის 2“-ის მიერ დაკვეთილ Survation-ის კვლევებს არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ „რუსთავის 2“-ის კვლევაში ცოტა რესპონდენტი იყო გამოკითხული.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ისინი ჯიუტად არ აქვეყნებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „რუსთავის 2“- ის კვლევები, „იმედის“ კვლევების მსგავსად, ამას გულის წუხილით აღვნიშნავ, სამთავრობო პროპაგანდის ნაწილად იქცა. ისინი აქვეყნებენ კვლევებს, რომელთაც აქვთ ნულოვანი ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ არის ცოტა რესპონდენტი გამოკითხული, გამომდინარე იქიდან, რომ ჯიუტად არ აქვეყნებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას. შესაბამისად, როდესაც მეთოდოლოგიაზე ამდენი კითხვა არის, სერიოზულად მიღება იმ რიცხვების, რომლებსაც „რუსთავის 2“ აქვეყნებს, უბრალოდ შეუძლებელია.

ამიტომ, მერამდენედ უკვე, ვამბობთ, რომ ასეთი ტიპის კვლევები, სადაც არ არის დასახელებული არც გადაუწყვეტელების რაოდენობა, არის სერიოზული მეთოდოლოგიური ხარვეზები, სერიოზულად ვერავის მიერ ვერ იქნება განხილული, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ყველა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს კვლევებს, შედეგებში ძალიან რადიკალურად ცდება „რუსთავის 2“-ის და „იმედის“ კვლევებს“, - განაცხადა კაპანაძემ, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

"Survation-ის" კვლევის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? "ქართულ ოცნებას" - 55% ასახელებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 22 %,

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 5%, "ლელოს" - 4%,

"ევროპულ საქართველოს" - 4%, "პატრიოტთა ალიანსს" - 3%, "გირჩს" - 2%, ხოლო "ლეიბორისტული პარტიას" -2%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა