„ნიკორა“ დაცული შეფუთვით წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის

„ნიკორამ“ დაცული შეფუთვით კიდევ 4 ყველასათვის საყვარელი ხორცპროდუქტი წარუდგინა მომხმარებელს. სალიამი, სერველატი, შეიკა და ჩალაღაჯი – უკვე სასუფრედ დაჭრილი და დაფასოებული სპეციალურ დაცულ შეფუთვაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

დაცული შეფუთვა არის ევროპული სტანდარტი, რომლის დანერგვაც „ნიკორამ“ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და აქტიურად განაახლა 2018წელს. სწორედ ამ წელს შესთავაზა კომპანიამ მომხმარებელს მსგავსი დაფასოებით პროდუქციის ფართე ასორტიმენტი. მას შემდეგ დაცულ შეფუთვაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და „ნიკორა“ სულ უფრო მეტ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს ამ ფორმით.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, შეფუთული პროდუქციის წარმოება, პროდუქციის დაცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

მსგავსი შეფუთვით რეალიზებული პროდუქცია საწარმოდან მომხმარებლის მაცივრამდე ისე მიდის, რომ მთელი ამ ჯაჭვის განმავლობაში გარემოს ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.

დაჭრილ და დაფასოებულ პროდუქტს შეფუთვაში არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:

  • მინიმუმამდეა დაყვანილი პროდუქტებზე გარე ზემოქმედება
  • მარკეტში პროდუქტის აწონვისა და დაჭრისთვის, არ გიწევთ რიგში დგომა
  • შეფუთული პროდუქტი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს
  • თქვენს მაცივარში, მასზე სხვა საკვები პროდუქტის გემოვნური ზემოქმედება შემცირებულია

„ნიკორა“ ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და მომხმარებელს 100–ზე მეტი დასახელების მზა ხორცპროდუქტს სთავაზობს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს