თამარ ტალიაშვილი - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც იმის გარანტირება შეუძლია, რომ მისი საარჩევნო პროგრამა განხორციელდება, „ქართული ოცნებაა“

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც იმის გარანტირება შეუძლია, რომ მისი წარდგენილი საარჩევნო პროგრამა მომავალი თაობის ღირსეული განათლებისა და, შესაბამისად, ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად, განხორციელდება, არის „ქართული ოცნება“,- ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„გარანტორი კი არის 2012 წლიდან დღემდე განათლების სფეროში ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეები. რეალურად, პირველად საქართველოს ისტორიაში საუბრებიდან იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია განათლება, ხელისუფლებამ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები: 2.5-ჯერ გავზარდეთ განათლების ცენტრალური ბიუჯეტი და ასევე, გავზარდეთ მუნიციპალური ბიუჯეტებიც. ძალისხმევის შედეგი გახდა ამ სფეროში გაზრდილი ხელფასები, ახლადაშენებული და რეაბილიტირებული ბაგა-ბაღები, სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, სახელოვნებო სასწავლებლები და უნივერსიტეტები, ასევე, სტუდენტებისა და ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსება, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია საუკეთესო ევროპულ სისტემებში“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამასთან, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა 2014 წლიდან დღემდე განათლების სფეროში გატარებულ კონკრეტულ პროექტებზე თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდიდან.

„ყველა, ვისაც გვესმის განათლების ფასი და როლი ქვეყნის განვითარებაში, განსაკუთრებით გაგვახარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნამ - ბიძინა ივანიშვილის მორიგმა მასშტაბურმა ქველმოქმედებამ. აქ მყოფებს ასევე კარგად გვესმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დონის მოვლენა ბუნებრივად წაახალისებს განათლების სხვა სეგმენტების პროგრესირებას. მაგალითად, ამ რანგის განათლების ობიექტს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგები, სტუდენტები, მკვლევარები. მათი სწავლება კი იწყება სკოლამდელი აღზრდის საფეხურიდან - ბაგა-ბაღებში, ზოგადი განათლების ეტაპზე - სკოლებში“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, განათლების რეფორმა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გაგრძელდება და სამომავლოდ განათლების პრიორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება და სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომელთა განსაკუთრებული დაფასება და მათი ხელფასების დაგეგმილი არსებითი მატება იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. შეხვედრაში, რომელიც რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილი.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო