სერგი კაპანაძე - სოსო ჯაჭვლიანი კიდევ ერთი ადამიანია, ვინც სისტემა ამხილა

სოსო ჯაჭვლიანი კიდევ ერთი ადამიანია, ვინც ამხილა სისტემა, რომელიც წინასაარჩევნოდ დაფუძნებულია „ზონდერებზე“, ძალადობასა და მუქარაზე, - ასე აფასებს „ ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. კაპანაძის თქმით, ჯაჭვლიანის განცხადებები კარგი დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

„სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას ჯაჭვლიანის მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს. ის კიდევ ერთი ადამიანია, ვინც სისტემა ამხილა. სისტემა, რომელიც არჩევნების წინ დაფუძნებულია „ზონდერებზე“, ძალადობაზე, მუქარაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ეს კარგი დასტური იმისა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელსაც მარტო ეს დარჩა შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

.ცნობისთვის, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ჯაჭვლიანიც თქმით, ის ვერ იქნება „ზონდერ ბრიგადის“ წევრი. მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში „ზონდერ ბრიგადა“ ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა