„კლანი უნდა წავიდეს", „არა, სასამართლოს ოკუპაციას", - ამ ლოზუნგებით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ეკა ბესელია პარტიის წევრებთან ერთად აქციას მართავს

„კლანი უნდა წავიდეს", „ნუ წაგვართმევ მომავალს", „არა, სასამართლოს ოკუპაციას", „წარსულს ვაბარებთ ჯალათებს", - ამ ლოზუნგებით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია აქციას მართავს.

როგორც ბესელია განმარტავს, სასამართლო მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული.

„ეს არჩევნების წინ ბოლო გამაფრთხილებელი აქციაა სასამართლოს კლანის გასაგონად. არჩევნების თარიღი ამ ქვეყანაში ყველა მანკიერი მოვლენის ცვლილების თარიღია. არჩევნებთან და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სასამართლოში არსებული კლანი უნდა შევცვალოთ. შეუძლებელია თავისუფალი სასამართლოს გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს რეალიზების გარეშე მიაღწიონ საკუთარი უფლებების დაცვას.

ჩვენ სიმბოლურად მცხეთის რაიონული სასამართლო ავირჩიეთ, რომელიც განასახიერებს მთლიანობაში უსამართლო სასამართლოს ქვეყანაში. დღეს სასამართლო ხელისუფლებას მართავს კლანი და პოლიტიკური გუნდი, მმართველი პარტია საკუთარი გავლენის ქვეშ ამყოფებს სასამართლოს ხელისუფლებას. მინდა თითოულ მოქალაქეს ვუთხრა, 31 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, თავისუფლებასა და ოკუპაციას შორის, სასამართლო დღეს მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ, გვინდა ის მანდატი, რასაც ხალხისგან ველოდებით, მივიღოთ იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს თავისუფალი. 31 ოქტომბერი არის, როგორც ხელისუფლების ცვლილების, ასევე სასამართლოს ხელისუფლების კლანისგან განთავისუფლების დრო", - განაცხადა ბესელიამ.

აქციის მომაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს პარალელურად, აქცია ორი ქალაქის - ბათუმისა და ფოთის რაიონულ სასამართლოებთანაც მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს