ანა დოლიძე - რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა, რომლებმაც საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე უცხო ადამიანები აღმოაჩინეს მიწერილი

ხელისუფლებას აქვს მორიგი მცდელობა, რომ ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. დამიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე უცხო ადამიანები აღმოაჩინეს მიწერილი, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე მოსახლეობას მიმართავს, ცესკოს ვებგვერდზე საკუთარი მისამართი შეამოწმოს და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში კომისიას მიმართოს.

„როგორც ჩანს, არსებობს ალბათობა, როდესაც მისამართებზე მიწერილ უცხო ადამიანები იყოს სისტემური ხასიათის. მინდოდა მიმემართა მოქალაქეებისთვის, რომ ძალიან საჭიროა ცესკოს ვებგვერდზე ყველამ შეამოწმოს საკუთარი მისამართი, რათა დავინახოთ რამდენად მასშტაბური სისტემური მოვლენაა ეს. მისამართებზე მიწერა და გადაწერა არის უაღრესად გართულებული კოვიდინფექიიცს გამო, ჩვენ რომ მოგვინდეს სადღაც დარეგისტრირება, ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე კვირა, ამ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა მესაკუთრის ცნობის გარეშე უცხოების მიწერის მისამართებზე, ძალიან მნიშნველოვანია შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ რა ქმედებებს აქვს ადგილი იუსტიციის სამინისტროში.

თუ ჩვენ შევხედავთ წინა არჩევნების შედეგებს, ვნახავთ სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას რეგისტრირებული მოქალაქეებისა ამა თუ იმ უბანზე მეორე ტურის დროს. ათასობით ადამიანი იყო გადმოწერილი იმ ოლქებში, სადაც უჭირდა ხელისუფლებას, არსებობს ალბათობა, რომ დღესაც ამ მოქალაქეების გადაწერას აქვს სისტემური ხასიათი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო