ანზორ ბიწაძე კვლევებზე - SURVATION ის კომპანია არის, რომელმაც შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები 16%-ით ააცილა რეალობას

კომპანია, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღე „ავტორიტეტულ კომპანიად“ ასახლებს, ბევრჯერ გამხდარა ცინიზმისა და კრიტიკის საგანი“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე SURVATION -ის ბოლო კვლევას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწარედ დასჯის, როდესაც არჩევნების შედეგებს იხილავს.

„ეს ის კომპანიაა, შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ჯერ 16%-ით ააცილა რეალობას, შემდეგ კი თავადვე გააქრო ეს შედეგები საკუთარი ვებ-გვერდიდან. დანგრეულ ეკონომიკას და პანდემიით დატანჯულ მოსახლეობას, ირაკლი კობახიძის გამოგონილი და დაწერილი კვლევები არაფერში არ სჭირდება და უფრო მეტიც, არავის სჯერა. ამ უაზრობის ტირაჟირებისათვის, ირაკლი კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწარედ დასჯის შაბათ საღამოს, როდესაც არჩევნების შედეგებს იხილავს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ. აღნიშნულ კომენტარს „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა