გიგლა მიქაუტაძე - გლდანში მოუწესრიგებელი ქუჩების გამო, 4 თვეში დაიღუპა 1 და დაშავდა 26 ადამიანი

"ლელოს" გლდანის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ გლდანში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ ბრიფინგი გამართა და შსს-დან მიღებული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა. მიქაუტაძის ინფორმაციით, შსს-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ივნისისა და სექტემბრის ჩათვლით, ამ ტერიტორიაზე 24 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც დაშავდა 26 ადამიანი და დაიღუპა ერთი პირი. როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, გლდანის ქუჩების რეაბილიტაცია წელიწადნახევარია, მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ქუჩები არც დაუხაზავთ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზია.

“აქ ყოველდღე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რადგან გზები მოუწესრიგებელია, მანქანები ქაოტურად მოძრაობენ. ჩვენ ჯერ კიდევ სექტემბერში მივმართეთ მერიას, დაესრულებინა ეს პროექტი, მიეყვანა ბოლომდე. მას შემდეგ გავიდა 2 თვე და დღემდე ამ მდგომარეობაშია ეს ქუჩები. ამის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით დაგვეხაზა ქვეითთა გადასასვლელი, რა დროსაც პოლიციამ გაგვაჩერა, გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. თუმცა არც ის აკეთებს, ვისი საქმეცაა. მერია არის უმოქმედო და უუნარო, მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემა. დახაზულიც კი არ არის ეს ქუჩები იმისთვის, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იმოძრაონ”, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა