ეკა ბესელია ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - ჩვენ ვნახეთ სისტემური პრობლემა, ვნახეთ, რომ გამართულად არც ერთი უწყება არ მუშაობს

ჩვენ ვნახეთ სისტემური პრობლემა, ვნახეთ, რომ გამართულად არც ერთი უწყება არ მუშაობს და საჭიროა ცვლილებები, - ასე შეაფასა პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია.

როგორც ბესელია განმარტავს, ხელისუფლებას სერიოზული სისტემური პრობლემები აქვს.

„ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აბსოლუტურად ჩამოშლილ, აბსოლუტურად დეზორგანიზებულ და დემოტივირებულ უწყებებს. სამწუხაროდ, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს რეფორმისთვის ძალიან ბევრი ვაკეთე თავის დროზე, დღეს ვხედავთ, რომ ეს უწყებები აბსოლუტურად დემორალიზებულია. ჩვენ გვჭირდება დეპოლიტიზირებული პოლიცია, წარმატებული და გამართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უსერიოზულესი სისტემური პრობლემები აქვს. ქვეყანაში, სადაც არაა სასამართლო, იქ არც პოლიციაა ძლიერი, არც პროკურატურაა დამოუკიდებელი და არც საზოგადოებაა დაცული.

მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, შეიძლება კიდევ შეიცვალოს, დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება მათ შორის ტერორისტული აქტის ნიშნებსაც მოიცავდეს, მაგრამ მთავარი არის, რა ვნახეთ ჩვენ. ჩვენ ვნახეთ სიატემური პრობლემა, ვნახეთ, რომ გამართულად არცერთი უწყება არ მუშაობს და საჭიროა ცვლილებები", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს