სერგო რატიანი - ხელისუფლების მოკავშირე წინასაარჩევნო კამპანიაში კრიმინალია

„ევროპული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სერგო რატიანი ხელისუფლების მხირდან წინაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება აქტიურად ახდენს ზეწოლას სხვადასხვა ინტერეს ჯუფებზე, მათ შორის ბიზნესზე, სკოლის დირექტორებსა საჯარო მოხელეებზე.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ხელისუფლების მოკავშირე წინასაარჩევნო კამპანიაში კრიმინალია.

„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი, ორგანიზებული კამპანია, ზეწოლა, ფაქტობრივად ყველა ინტერეს-ჯგუფზე. ეს ინტერეს ჯგუფებია პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სექტორში, განსაკუთრებით დიდი ზეწოლაა მასწავლებლებზე. ჩემს კამპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც პირადად უთვლიან მუქარებს. გარდა ამისა, იცით, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ გვეყოლება არჩეული დირექტორები და ყველა დირექტორი არის დანიშნული. იმ ნაწილს, ვინც მათთვის სასურველი არ არის, პირდაპირ ათავისუფლებენ, საჯარო მოხელეები უბრალოდ ხმას ვერ იღებენ და ვერ გამოდიან შეხვედრებზე, თუმცა ბევრი მათგანის გზავნილია, რომ ისინი მაინც არ მისცემენ ხმას ხელისუფლებას. აღარ არის საუბარი მოსყიდვებზე და პირდაპირ ფულის გადაცემაზე. ასევე, ბიზნესზე არის ძალიან სერიოზული და მძიმე ზეწოლა. ამ კამპანიაში ჩართულია კრიმინალი და ის კრიმინოგენული ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი, გარკვეულწილად არის ბმაში იმასთან, რომ პოლიციელები, სამართალდამცავები ხედავენ, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი”, - განაცხადა რატიანმა. აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა