არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის წევრი მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

„ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დამსახურება დიდია და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს საზღვარგარეთ საუკეთესო სახით წარმოადგენთ. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია. საქართველო მზად არის თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად არსებითად პროპორციული სისტემით, ჩვენი გუნდი კი - ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად”, - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა